შედეგი 1 – EcoMode -ის წარმატებული მაგალითები სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკო – ინოვაციური განვითარებისთვის
ეს შედეგი ითვალისწინებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ეკო-ინოვაციური ბიზნესის წარმატებული მაგალითების შეგროვებას. წარმატებული მაგალითები წარმოაჩენს ეკო-ინოვაციური მიდგომის მნიშვნელობას რესურსების ეფექტური მართვის, ნარჩენების შემცირებისა და ეკო-ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. წარმატებული მაგალითები იქნება ამოსავალი წერტილი ყველა დანარჩენი შედეგის მისაღებად.
შედეგი 2 – EcoMode კომპეტენციების რუკა
ეს ინტელექტუალური შედეგი გულისხმობს ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის მენეჯერებისთვის კომპეტენციების რუკის მომზადებასკომპეტენციების რუკა აღწერს კომპეტენციებს (ცოდნის, უნარებისა და ქცევების თვალსაზრისით), რომელიც უნდა ჰქონდეს ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის მენეჯერს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ბიზნესის განსაახლებლად. კომპეტენციების რუკა შეიქმნება პარტნიორების მიერ თავიანთ ქვეყანაში საკვანძო ქმედებების გაანალიზების შედეგად.
შედეგი 3 – EcoMode – ის სასწავლო კურსის მოდულების მომზადება
შედეგი მოიცავს 8 მოდულის მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია ეკო ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაუმჯობესებლად მენეჯერების, დამსაქმებლების, თანამშრომ-ლების, მეწარმეებისა და სტუდენტების სასწავლო რესურსებთან თავისუფალი წვდომისა და უნარების განვითარების ხელის შემწყობ „ღია საინოვაციო“ მეთოდოლოგიაზე
შედეგი 4 – EcoMode-ის ღია საგანმანათლებლო რესურსები
ღია საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა შეიცავს ინტერაქტიულ მოდულებს ეკო-ინოვაციური ბიზნეს მენეჯერებისათვის.
შედეგი 5 – EcoMode – ის სასწავლო კურსის გეგმა მწვრთნელებისთვის
შედეგი მიზნად ისახავს მწვრთნელებისა და პროფესიული ორგანიზაციების ხელშეწყობას ECOMODE-ის სასწავლო კურსის დანერგვისას.
შედეგი 6 – EcoMode აპლიკაცია და თამაში
ინსტრუმენტი მენეჯერებისა და მცირე და საშუალო საწარმოთა მფლობელების დასახმარებლად ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელზე ცოდნის მისაღებად. და ეკო ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული აქტივობები.