პარტნიორები

      ტრეინინგ 2000

 ვებსაიტი: www.training2000.it

ტრეინინგი 2000 არის პროფესიული სწავლების ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სხვადასხვა სექტორში განათლებასა და ტრენინგებში ფართო გამოცდილება, რომელიც დამოწმებულია მარკეს რეგიონში. ევროკავშირის დონეზე ტრეინინგი 2000 ჩართულია უწყვეტი სწავლებისა და მოზრდილთა განათლებაში გამოყენებული სწავლების (შერეული სწავლების) ახალი მეთოდოლოგიის კვლევისა და განვითარების საქმეში.

      მცირე ბიზნესის მართვის საკონსულტაციო შეზღუდული ასუხისმგებლობის კომპანია

საიტი: www.bit.at

მცირე ბიზნესის მართვის საკონსულტაციო შეზღუდული ასუხისმგებლობის კომპანია დაარსდა 2000 ების შუაწლებში და დღემდე არის bit group-ის წევრი. bit group არის უდიდესი კერძო კომპანია დაკავებული სწავლებისა და სერტიფიცირების საქმიანობით. Bit management 2015 წლის ივლისის თვეში შეუერთდა Cleaner Production Center (CPC), -ს ავსტრია. ჩვენი მისიაა უფროსებისა და მოსწავლეების მაღალ დონეზე მომზადება პროფესიული და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის პირობებში. CPC ავსტრიასთან ერთად, რომელიც ამჟამად bit management -ის ერთ-ერთი დეპარტამენტია, ჩვენ ვმუშაობთ როგორც საინფორმაციო რესურსი გარემოს დაცვისა და სუფთა პროდუქციის მიმართულებით. ჩვენმა შემდგომმა მოღვაწეობამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ბიზნესის სფეროში გვიბიძგა ჩვენ კონსულტირებისა და ტრეინინგისკენ. სხვადასხვა მასშტაბისა და კატეგორიის კომპანიების, სკოლების, ორგანიზაციებისა და ავტორიტეტებისთვის გარემოსდაცვითი კონსულტაციები (ეკო და ენერგო ეფექტურობა, რესურსების ეფექტურობა, ნარჩენების მართვა და სუფთა პროდუქცია) ამჟამად არის ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფერო. ტრეინინგი გარემოსდაცვითი მიმართულებით არის მეორე ძირითადი მიმართულება ჩვენს საქმიანობაში. თქვენს წინაშეა ECOPROFIT Assistant პროგრამა, რომელმაც მიიტანა სხვადასხვა საფეხურზე მყოფი და სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან გარემოსდაცვითი და მდგრადობის პრობლემების ცოდნა. იგულისხმება ის პირები (მოწაფეები, შეგირდები) ვინც ახლა იწყებს თავის საქმიანობას, ვინც ემზადება პერსპექტიული დასაქმებისთვის და ვინც უკვე დასაქმებულია. ამჟამად, bit management წარმოდგენილია 50 კაციანი პერსონლით და თანამშრომლობს 100 მასწავლებელთან.

      მუგლა სიტკი კოსმან (MSKU) უნივერსიტეტი
საიტი: http://www.mu.edu.tr

უნივერსიტეტი დაარსდა 1992 წელს და თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 4 ფაკულტეტით – ხელოვნებისა და მეცნიერების და ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ადმინისტრირების მეცნიერებების ფაკულტეტი, ტექნიკური განათლების ფაკულტეტი და მეთევზეობის ფაკულტეტი. მუგლას მენეჯმენტის სკოლა დაარსდა 1975 წელს. თავიდან ის შეიქმნა ანკარის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა აკადემიასთან და იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი მუგლაში. შემდგომში იგი გახდა მუგლა სიტკი კოსმან უნივერსიტეტის პირველი ფაკულტეტი. მუგლას პროფესიული სკოლა, დაარსდა 1989 წელს, როგორც Izmir Dokuz Eylül უნივერსიტეტის ფილიალი. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მუგლა სიტკი კოსმან უნივერსიტეტი გაიზარდა და ამჟამად იგი მოიცავს 20 ფაკულტეტს, 4 სამაგისტრო სკოლას, 16 პროფესიულ სკოლას და 47 კვლევით-გამოყენებით ცენტრს. დღიდან დაარსებისა მუგლა სიტკი კოსმან უნივერსიტეტი უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხარისხს ემსახურება, რათა ხელი შეუწყოს თურქეთის სოციალურ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას. დღეს მუგლა სიტკი კოსმან უნივერსიტეტი წარმოადგენს ორი მილიონი კვადრატული მეტრის მქონე კამპუსს, გარშემორტყმულს თვალწარმტაცი მთიანი ლანდშაფტითა და შედარებით უფრო მცირე საუნივერსიტეტო ტერიტორიებითა და პროვინციაში მიმოფანტული სკოლებით. ამ დროისთვის უნივერსიტეტი ემსახურება 45 000 სტუდენტსა და 1 600 აკადემიურ პერსონალს სრული დატვირთვით.

      პანონიის უნივერსიტეტი
საიტი: http://www.gtk.uni-pannon.hu

ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი არის უმაღლესი განათლების საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა უცხოენოვანი აკადემიური პროგრამების გაფართოებული სპექტრით. ის სთავაზობს ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სხვადასხვა პოსტ საბაკალავრო კურსის პროგრამებს ინგლისურ ენაზე. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ძირითადი ამოცანაა ეკონომისტთა, საინჟინრო დარგის მენეჯერთა განათლება და მათი შემდგომი სწავლება და გადამზადება ბიზნესის ფართო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტს აქვს ნათელი წარმოდგენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რაც მიზნად ისახავს სამეცნიერო ცხოვრების სხვა თანამონაწილეებთან თანამშრომლობას, ფოკუსირებას საკუთარ კვლევებზე და მათ შეჯერებას სხვა უნარებითა და პრაქტიკული ზეგავლენის შესაძლებლობებით. სხვადასხვა პროექტის შედეგებში ყოველთვის ჩადებულია სამეცნიერო, აკადემიური და სტუდენტური საზოგადოებისთვის გახსნილი მოსაზრებები და თანამედროვე მიდგომები. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი წარმოდგენილია სამი ინსტიტუტითა და ათი დეპარტამენტით და გააჩნია ექვსი სრულფასოვანი ინგლისურენოვანი პროგრამა.

        Georgian Technical University
საიტი: www.gtu.ge

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, უწყვეტი განათლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, აბიტურიენტთა ქართულ და უცხოურ ენებში მომზადებას.
სტუ-ის შემადგენლობაში შედის 12 ფაკულტეტი: სამშენებლო; ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია; სამთო – გეოლოგიური; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის; სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის; ბიზნეს ტექნოლოგიების; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების; დიზაინის საერთაშორისო სკოლა; აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების.
დღეისათვის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არის 100-ზე მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2001 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) წევრი. საქართველო ბოლონიის პროცესს 2005 წელს შეუერთდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის განათლების საუკეთესო ცენტრი კვლევისა და ინოვაციების სფეროში. სტუ აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ FP7 პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კვლევების მხარდაჭერას. მონაწილეობდა ტემპუსისა (1990-2013) და ერაზმუს მუნდუსის (2007-2013) პროექტებში და აქვს მრავალ ევროპულ უნივერსიტეტთან მჭიდრო კავშირები. 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+).

      ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტი
საიტი: https://ahbv.edu.tr

ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასევე ანკარის ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სასწავლებელი. ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტი ახლად შექმნილი უნივერსიტეტია. მას წილად ხვდა ჩასახულიყო წარმატებულ და 1920 წლიდან მოყოლებული ხანგრძლივი განვითარების ისტორიის მქონე გაზის უნივერსიტეტში. თავისი 9 ფაკულტეტით, 3 კოლეჯით, 3 პროფესილი სასაწვლებლით, 1 კონსერვატორიით, 1 ინსტიტუტით იგი ახორციელებს კვლევით-საგანმანათლებლო საქმიანობას.. მისი აკადემიური პერსონალის რაოდენობა აღწევს 780, ხოლო სტუდენტების – 24.515 ადამიანს. სასაწვლო-კვლევითი ერთეულები წარმოდგენილია შემდეგი ფაკულტეტებით – ლიტერატურის ფაკულტეტი, ნატიფი ხელოვნების ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ადმინისტრირების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომუნიკაციების ფაკულტეტი, პოლატლის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, პოლატლის თეოლოგიის ფაკულტეტი, ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი. კოლეჯებიდან ფუნქციონირებს: საბანკო და სადაზღვევო საქმეთა კოლეჯი, მიწათსარგებლობის კოლეჯი, უცხო ენათა კოლეჯი. პროფესიული სასწავლებლებიდან არის სამართლის სკოლა, პოლატლის სოციალურ მეცნიერებათა პროფესიული სკოლა, პოლატლის ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესიული სკოლა.

Comments are closed.