პროექტი

“ECOMODE – ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა სტუმართმასპინძლობაში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის” არის Erasmus+ პროგრამის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი. პროექტი ხელს უწყობს ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის სასწავლო პროგრამების პოპულარიზაციას სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მდგრადობის განსახორციელებლად. ECOMODE ითვალისწინებს ეკო-ინოვაციური ბიზნესის მენეჯმენტში პროფესიული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რომელიც მოქნილი, მისაწვდომი ინოვაციური სასწავლო შედეგებისა და კომპეტენციების განვითარებას ეფუძნება სასწავლო პროცესში ახლებური მიდგომის დაგეგმვით. პროექტი მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელების ჩარჩო პირობების შექმნას და არსებული საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების შეგროვებას, რათა შეიმუშავოს სასწავლო მეთოდოლოგიისა და სერტიფიცირებისთვის გამოსაყენებელი სტანდარტული საქმიანობის ფორმა. ECOMODE პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის პროფესიული ორგანიზაციების მწვრთნელები, რომლებიც მოამზადებენ მენეჯერებსა და კომპანიებს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელებში.

Comments are closed.